სპორტული ღონისძიება ,,სპორტი, სკოლა, პოლიცია" გაიმართა

რუსთავის ცენტრალურ სტადიონზე ევროკავშირის პროექტის ,,სახალისო ფეხბურთის ღია სკოლა" ფარგლებში, სპორტული ღონისძიება - ,,სპორტი, სკოლა, პოლიცია" გაიმართა. მასში მონაწილეობას რუსთავის სპორტ-სკოლების 7-დან 12 წლამდე ასაკის მოსწავლეებისგან შემდგარი 12 ჯგუფი იღებდა.

ბავშვებთან ერთად სახალისო სპორტულ თამაშებში ჩართული იყო საპატრულო პოლიციაც.

ღონისძიებას რუსთავის ვიცე-მერი ნოდარ შეროზია, ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, რუსთავის მერიისა და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

"სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების" ტურნირის ამ კომპონენტს ჰქვია ,,სპორტი, სკოლა, პოლიცია", ის მეორე წელია რაც რუსთავში ტარდება ევროკავშირის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით, რუსთავის მერიის ხელშეწყობითა და ორგანიზებით. ჩვენი მიზანია, რომ ამ ინვენტარით, რომელიც ღონისძიების ფარგლებში ქალაქის სასპორტო სკოლების გაერთიანებას საჩუქრად გადაეცა, ახალი საფეხბურთო ჯგუფები შევქმნათ, ბავშვები ვაზიაროთ სპორტს და ჯანსაღი ცხოვრების წესს," - განაცხადა რუსთავის ვიცე-მერმა ნოდარ შეროზიამ.

ღონისძიების დასრულების შემდეგ ტურნირის მონაწილე ბავშვებს, საჩუქრად სპორტული ინვენტარი და სამახსოვრო დიპლომები გადაეცათ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის