გიორგი ქადაგიძე - საჭიროა 24-საათიანი მუშაობა, რათა იმ ადამიანებისთვის ტვირთის შემსუბუქება მოხდეს, ვინც დაზარალდა

იმ ადამიანებისთვის ტვირთის შემსუბუქების მიზნით, რომლებსაც სესხი დოლარში აქვთ აღებული, საჭიროა თანმიმდევრული და 24 საათიანი მუშაობა , - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა.

როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, საქართველოში ჩვენ მივიღეთ ეკონომიკური შოკი.

"ყოველთვის როდესაც არსებობს რთული ეკონომიკური გამოწვევები და საქართველოში ჩვენ მივიღეთ ეკონომიკური შოკი, რა თქმა უნდა, ზარალდებიან ჩვენი მოქალაქეები. შესაბამისად, საჭიროა ძალიან თანმიმდევრული და 24 საათიანი მუშაობა, რათა ტვირთის შემსუბუქება მოხდეს იმ ადამიანებისთვის, ვინც მნიშვნელოვნად დაზარალდა და ვისაც სესხი დოლარში აქვთ აღებული. მათ შორის, აუცილებელია ხელშეკრულებების რესტრუქტურიზაცია, რადგან მოსახლეობის ნაწილს უჭირს სესხის თავდაპირველი გრაფიკით მომსახურება და გადახდის გრაფიკი გახდეს შესაბამისი, ამისთვის მაქსიმალურად ღია და მოქნილი უნდა იყოს საბანკო სექტორი. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება და ჩვენ ამ პროცესს გავაკონტროლებთ. ასე რომ, ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგმება უნდა ემსახურებოდეს სწორედ იმ მიზანს, რომ ტვირთი შეუმსუბუქოს ჩვენს მოქალაქეებს", - განაცხადა ქადაგიძემ.

რაც შეეხება გრძელვადიან პერსექტივას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, ამ შემთხევაში ერთადერთ გამოსავალს ქვეყანაში სავალუტო შემოდინებების გაზრდა წარმოადგენს.

"გრძელვადიან პერსპექტივაში სავალუტო შემოდინებები უნდა გაიზარდოს, რათა აღდგეს ის პარიტეტი, რომელიც გვქონდა იქამდე, ვიდრე ამ შოკს მივიღებდით. საუბარი იმაზე, რომ რაიმე სხვა ფორმით შესაძლებელია გრძელვადიან პერსპექტივაში ამის მოგვარება, ჩემი ღრმა რწმენით, არის შეუძლებელი", - განაცხადა ქადაგიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის