დიდ დიღომში, პეტრე იბერის ქუჩის ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეუწყდა. "ყაზტრანსგაზ თბილისის" ინფორმაციით, დიდ დიღომში, პეტრე იბერის ქ.#5-თან გამავალ დ-200 მმ მიწისქვეშა გაზსადენის დ-40 მმ განშტოებაზე ავარიის ლიკვიდაციის მიზნით, დღეს 16.00 საათიდან 18.00 საათამდე დაიკეტება დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე დ-200 მმ ურდული, რის გამოც გაითიშება პ.იბერის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების ინდივიდუალური რეგულატორები (რ-923, რ-1288).
გაზის მიუწოდება შეუწყდება პეტრე იბერის ქ. 4ა, 4ბ, 10, 14, 16 და პეტრე იბერის I შეს-3, 1 შეს-5 საცხ. კორპუსების მოსახლეობას. (380 აბონენტი)
გაზმომარაგება აღდგება დღეს სამუშაოს დასრულებისთანავე ეტაპობრივად. სამუშაოს შეასრულებს ექსპლუატაციის დეპარტამენტი.