ამერიკის კინოაკადემიის მთავარ ჯილდოზე საქართველოს ლევან თუთბერიძის ფილმი "მოირა" წარადგენს

ამერიკის კინოაკადემიის მთავარ ჯილდოზე საქართველოდან რეჟისორ ლევან თუთბერიძის "მოირა" იქნება წარდგენილი. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს კონოთეატრ "ამირანში" სპეციალურად შექმნილმა კომისიამ მიიღო.

ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე წარსადგენი ფილმი სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა. კომისიის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე კახა კანდელაკი, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე, რეჟისორები ნანა ჯორჯაძე, ზაზა ურუშაძე, გიორგი ოვაშვილი, ასევე მსახიობი ნატო მურვანიძე, სცენარისტი ვაჟა გიგაშვილი, კინომცოდნე ლელა ოჩიაური და პროდიუსერი ნოშრე ჩხაიძე.

სპეციალურად შექმნილ კომისიას გამარჯვებული ორ ფილმს შორის უნდა ამოერჩია. დასახელებულ ლევან თუთბერიძის "მოირასთან" ერთად განიხილებოდა ასევე მოჰსენ მახმალბაფის "პრეზიდენტი", რომელიც ოთხი ქვეყნის: საქართველოს, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის კინოპროდუქციას წარმოადგენს.

კომისიის წევრებმა რეჟისორ ლევან თუთბერიძეს გამარჯვება მიულოცეს.

როგორც ჟურნალისტებს ეროვნული კონოცენტრის დირექტორმა ნანა ჯანელიძემ განუცხადა, გასულ წელს, ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე ორი ქართული ფილმის წარდგენის შემდეგ საქართველოს მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა. ნანა ჯანელიძის თქმით, ლევან თუთბერიძის ფილმი ჯერ მაყურებელს არ უნახავს. იგი სან სებატიანის ფესტივალზე წარსდგება და პირველად იქ შეაფასებს საზოგადოება.

სპეციალურად შექმნილი კომისია გამარჯვებულ ფილმს ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე ოქტომბრამდე წარადგენს. ჯანელიძემ ასევე აღნიშნა, რომ საუკეთესო ფილმების "შორტ ლისტი" ამერიკის კინოაკადემიის მიერ იანვარში გამოცხადდება, ოსკარების დაჯილდოება კი აპრილში გაიმართება.

იხილეთ ვიდეო: ოსკარზე საქართველოდან ლევან თუთბერიძის ფილმს წარადგენენ

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს