სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა 151-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
როგორც "ინტერეპრესნიუსს" სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ხეჩიკაშვილმა სკოლაში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. სკოლაში გაკეთდა ახალი სპორტული დარბაზი, სადაც კალათბურთის, მაგიდის ჩოგბურთის, მინი-ფეხბურთისა და ფრენბურთის წრეები ფუნქციონირებს.
სკოლას სამინისტროსგან საჩუქრად გადაეცა კალათბურთის ფორმები 2 გუნდისთვის, კალათბურთის და ფეხბურთის ბურთები და ფრენბურთის ბადე.