მედიის, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ერთობლივ  შეხვედრას მართავენ

"საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს" ორგანიზებით, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მედიის, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა,  ეკა გიგაურმა განუცხადა, საუბარი შეეხება იმ არასასურველ ტენდენციებს, რომლებიც მედიაგარემოში ბოლო პერიოდში შეინიშნება.

"ასეთი ფორმატის შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მედიის წარმომადგენლებმა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდონ მედიაგარემოში არსებული ვითარების შესახებ. როგორც თქვენ იცით, ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი არასასურველი ტენდენცია შეიმჩნევა. მაგაელითად "რეკლამის შესახებ" კანონი რომ ავიღოთ, რომელიც გარკვეულწილად უზღუდავს ზოგიერთ მედიასაშუალებას შემოსავლის წყაროებს. ასევე პრობლემურია პოლიტიკური ტოკშოუების დახურვაც, რა კუთხითაც ბევრი კითხვის ნიშანი ისმის. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის მეგობრებმა, საელჩოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პირდაპირ მედიასაშუალებების წარმომადგენლებისგან მიიღონ ინფორმაცია და შემდეგ მისი ანალიზი მოახდინონ", - აღნიშნა ეკა გიგაურმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა