შინაური ცხოველების უფასო პროფილაქტიკური ვაქცინაცია გრძელდება

ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შინაური ცხოველების (ძაღლი, კატა) უფასო პროფილაქტიკური ვაქცინაცია გრძელდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები 28 სექტემბერს ვაქცინაციას ატარებენ შემდეგ მისამართებზე: თბილისში - ვაკის პარკი; ავჭალა - სარაჯიშვილის 3 (გლდანის გამგეობის უკან, კერძო ვეტერინარული კლინიკა); ავლაბარი - მეტროს მიმდებარე ტერიტორია (სკვერში); ქუთაისში - ნიკეას მე-3 ჩიხი #5 (სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი);

ზუგდიდში - გამსახურდიას ქ. მე -2 შესახვევი #4 (სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ოფისი);

თელავში - ალაზნის გამზირი (სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისი). თეატრის წინ, მოედანზე და პედაგოგიურ ინსტიტუტთან;

რუსთავში - იუსტიციის სახლის წინ მდებარე სკვერი;

ახალციხეში - ახალქალაქის გზატკეცილი, ტბის მიმდებარე ტერიტორია (სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი);

მცხეთაში - აღმაშენებლის 51 (სურსათის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ოფისი); გორში - ცხინვალის გზატკეცილი მე-5 კმ;

ბათუმში - გოგებაშვილის 46ა; ოზურგეთში - ვ.დოლიძის N10; ამბროლაურში - ბრატისლავა - რაჭის 17ა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია