ნინო ბურჯანაძე - ვწუხვარ, რომ ჩემი ვიზიტები რუსეთში, ჩვენი ხელისუფლების მხრიდან გამოყენებული არ არის

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ გასულ კვირას, ორმხრივი შეხვედრა გამართა რუსეთის ხელისუფლების სათათბიროს ხელმძღვანელთან, ვალენტინა მატვიენკოსთან და რუსეთის ხელისუფლების სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "დემოკრატიული მოძრაობიდან" აცნობეს, ნინო ბურჯანაძე ასევე სპეციალურ სტუმრად იყო მიწვეული საერთაშორისო ქალთა კონფერენციაზე, რომლის ორგანიზატორი რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატა იყო.

"ძალიან ვაფასებ და უმნიშვნელოვანესად მიმაჩნია ის, რომ შეხვედრების დროს გამოხატული იყო კეთილგანწყობა არა მხოლოდ ჩემდამი, არამედ საქართველოს მიმართ. რუსეთის მხრიდან ნამდვილად არის მზაობა რუსულ-ქართული ურთიერთობების დარეგულირების პროცესის დაწყებისა. ძალიან ვწუხვარ, რომ არც ჩემი პირველი ვიზიტის და არც ახლანდელი ვიზიტის შესაძლებლობა ჩვენი ხელისუფლების მხრიდან გამოყენებული არ არის. ჩემი პირველი ვიზიტის შემდეგ განვაცხადე, რომ ძალიან დიდი შეღავათი იქნებოდა ვიზების გამარტივების საკითხთან დაკავშირებით და ნამდვილად შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ძალიან მოკლე ხანში ქართველები დაინახავენ სერიოზულ გარდატეხას სავიზო პოლიტიკაში საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართული მხარის მიერ დაწესებული სანქციების მიუხედავად, რუსეთმა სარკისებური სანქციები არ გამოიყენა და ჩვენი პროდუქცია არ შეზღუდულა რუსეთის ბაზარზე.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის