ადვოკატი - "რუსთავი 2"-ს და "საქართველოს" შორის ხელშეკრულება წარდგენის დღიდან რეესტრის ოფიციალურ ვებ გვერდზე იყო ატვირთული

"რუსთავი 2"-ს და ტვ "საქართველოს" შორის ხელშეკრულება წარდგენის დღიდან ატვირთული იყო საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებ გვერდზე და ის იყო საჯარო, - ამის შესახებ ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში ხალვაშის საჩივრის შესახებ სასამართლო სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც ადვოკატმა განმარტა, შესაბამისად უადგილოა "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის გუშინდელი განცხადება, რომ აღნიშნული ხელშეკრულების გასაჯაროვებას აპირებს. პაატა სალიას განცხადებით, ხელშეკრულების შესახებ ინფორმაცია მან სწორედ საჯარო რეესტრის ოფიციალური ვებ გვერდიდან მიიღო.

"ხელშეკრულების შესახებ ინფორმაცია რეგისტრაციის ნებისმიერ ეტაპზე ყველას შეუძლია შეიტყოს საჯარო რესტრის ოფიციალური ვებ გვერდიდან. ეს ხელშეკრულება მისი წარდგენის მომენტიდან იყო საჯარო და ატვირთული იყო ვებ გვერდზე. გვქონდა ეჭვი, რომ მიმდინარეობდა მანიპულაციები და ყოველ დღეს ვნახულობდით ვებ გვერდს. სწორედ აქედან შევიტყვეთ ამ ხელშეკრულების ირგვლივ ინფორმაცია", - განაცხადა პაატა სალიამ.

მისივე თქმით, ხელშეკრულებაში, რომელსაც "რუსთავი 2" ტვ "საქართველოსთან" აფორმებდა, ბუნდოვანი ნორმებია, რაც არ შეესაბამება იმ მიზანს, რომელიც "რუსთავის 2"-ის გენერალურმა დირექტორმა გუშინ განაცხადა.

"სულ სხვა მიზნებია და ეს ჩანს ხელშეკრულებაშიც, რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს ის ვითომ 6 მილიონი ინვესტიციის განხორციელება, რომლის კომპანიაში შეტანის არანაირი სამართლებრივი ბერკეტი არ არსებობს", - განაცხადა პაატა სალიამ.

მისი თქმით, "რუსთავი 2"-ის მენეჯმენტი დავის დაწყების პირველივე დღიდან ცდილობს საკითხის პოლიტიზებას და აკეთებს უსაფუძვლო განცხადებებს.

"კეთდება განცხადებები თითქოს სასამართლო არის მიკერძოებული და სახელმწიფო დგას ქიბარ ხალვაშის უკან. თუმცა ეს არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი განცხადებები, ეს არის კერძო დავა და ქიბარ ხალვაშის მოთხოვნაა მისთვის 2006 წელს უკანონოდ ჩამორთმეული წილების დაბრუნება", - განაცხადა პაატა სალიამ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა