ლევან კობიაშვილი - ვიცი, რა უნდა გაკეთდეს, რომ ქართული ფეხბურთი უკეთესი იყოს

საქარფელოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატის ლევან კობიაშვილის განცხადებით, დღეს გადაწყდება ქართული ფეხბურთის ხვალინდელი დღე.

მისი თქმით, ქართული ფეხბურთისთვის დღევანდელი დღე არის პრინციპულად მნიშვნელოვანი.

"საარჩევნო კამპანია იყო დაძაბული, მაგრამ დღეს სამივე კანდიდატი ერთად ვართ და დელეგატების გადაწყვეტილებებს ველოდებით. მონაწილეობისთვის მინდა ყველას მადლობა გადავუხადო. ვიცი, რა უნდა გაკეთდეს, რომ ქართული ფეხბურთი უკეთესი იყოს", - განაცხადა კობიაშვილმა.

მისივე თქმით, მას აქვს ძალიან დიდი რესურსი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ და ამ რესურსს გამოიყენებს ქართული ფეხბურთისთვის.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს