ბეთლემის ქუჩაზე მოსახლეობასა და "ძველი თბილისის ფონდის" წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა

ბეთლემის ქუჩაზე ადგილობრივ მოსახლეობასა და "ძველი თბილისის ფონდის" წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივები აპროტესტებენ "ძველი თბილისის ფონდის" მიერ სახლის მშენებლობის შედეგად გზის სავალი ნაწილის ჩანგრევას. ხოლო ფონდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ თბილისის მერიისგან ჰქონდათ შესაბამისი ნებართვა გზის სამი მეტრით გადმოწევის თაობაზე.

დაპირისპირების განმუხტვა პატრულის თანამშრომლებმა სცადეს, რომლებმაც აღნიშნეს, რომ თუ ვინმე კიდევ გააგრძელებდა გინებას და შეურაცხყოფას, მას დააკავებდნენ.

"ძველი თბილისის ფონდის" წარმომადგენლები ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ. ადგილობრივი მოსახლეობა კი ამბობს, რომ მშენებლობის გაგრძელების საშუალებას არ მისცემენ, ვინაიდან მათ ალტერნატიული გზა არ აქვთ.

ამ წუთებში ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის, "ძველი თბილისის ფონდის" წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა.

იხილეთ ვიდეო: "ბეთლემის ქუჩაზე გზა ჩაინგრა - მოსახლეობა სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს დაუპირისპირდა"

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის