საბურთალოს რაიონის გამგეობა მედიის მხრიდან მათ წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიაზე საუბრობს

საბურთალოს რაიონის გამგეობა მედიის მხრიდან მათ წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიაზე საუბრობს და პრემიების საკითხზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პრემიების ოდენობაც და ადმინისტრაციული ხარჯებიც წინა წლებთან შედარებით ახალი ადმინისტრაციის პირობებში მნიშვნელოვნად არის შემცირებული.

"ბოლო პერიოდში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გამგეობების წინააღმდეგ მედიაში დაწყებული მიზანმიმართული კამპანია გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ყოველი უსაფუძვლო ბრალდების შემდეგ გაკეთდა არაერთი განმარტება ოფიციალური პირების მხრიდან.

მორიგი ცრუ ბრალდებები გამგეობების ხელმძღვანელი პირების მისამართით 4 ოქტომბერს სატელევიზიო ეთერით გასულ კიდევ ერთ სიუჟეტში გაჟღერდა. ამავე რეპორტაჟში ადგილი ჰქონდა ბევრ ფაქტობრივ უზუსტობას, მათ შორის საბურთალოს გამგეობის საქმიანობის შესაფასებლად ვაკის რაიონში ჩატარებულ ქუჩის გამოკითხვას.

რაც შეეხება გამგეობებში პრემიებისა და დანამატების გაცემის თემას, რომელზე აპელირებაც არა მხოლოდ მედიის, არამედ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების მიერაც აქტიურად ხდება და ეს თემატური სინქრონი სხვა ეჭვებსაც ბადებს, გვსურს განვაცხადოთ, რომ როგორც პრემიების ოდენობა, ისე ადმინისტრაციული ხარჯები წინა წლებთან შედარებით ახალი ადმინისტრაციის პირობებში მნიშვნელოვნად არის შემცირებული.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში ნათლად ჩანს, რომ 2013-2014 წლების ივნისში, ივლისსა და აგვისტოში გაცემული პრემიების ოდენობა 17%-ით, ანუ 20,000 ლარით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მონაცემებს; საახალწლო პრემიების სახით ახალი ადმინისტრაციის მიერ გაცემული თანხები კი 54%-ით ნაკლებია 2013 წელს გაცემულ პრემიებთან შედარებით (2013 - 119,085, 2014 - 117,660, 2015 - 98,860; საახალწლო პრემია: 2013 - 171,800, 2014 - 78,300).

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მაღალი თანამდებობის პირებისთვის შემცირებული სახელფასო დანამატების ხარჯზე გაიზარდა საშუალო და დაბალი რგოლის საჯარო მოხელეებისათვის გაცემული დანამატების ოდენობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საზოგადოებას არ აყვნენ მსგავს პროვოკაციულ განცხადებებსა და დეზინფორმაციას, რომელიც აშკარად პოლიტიკურ ხასიათს ატარებს, ჩვენი მხრიდან კი ნებისმიერ ასეთ უსაფუძვლო ბრალდებას მყისიერად გაეცემა დასაბუთებული პასუხი", - ნათქვამია საბურთალოს გამგეობის განცხადებაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის