არსენი იაცენიუკის განცხადებით, კიევი რუსეთს სულ მცირე ტრილიონ დოლარს მოსთხოვს

უკრაინის პრემიერ-მინისტრის არსენი იაცენიუკის განცხადებით, კიევი რუსეთს სულ მცირე ტრილიონ დოლარს მოსთხოვს ანექსირებული ყირიმისთვის და განადგურებული დონბასისთვის. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება.

იაცენიუკის თქმით, უკრაინა რუსეთთან "იურიდიული ომისთვის" ემზადება. კომპენსაციის საკითხის გარდა, სასამართლო დავა მხარეებს შორის შესაძლოა, იმის გამოც დაიწყოს, რომ მოსკოვი კიევის ვალის რესტრუქტურიზაციაზე უარს

აცხადებს.

არსენი იაცენიუკის განცხადების კომენტირებისას, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ მოსკოვის პოზიცია არ შეცვლილა.

რაც შეეხება კომენსაციის საკითხს, პესკოვის თქმით, "ყირიმი რუსეთის ტერიტორიაა".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა