თბილისის მეტროში უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკა გაიხსნა

თბილისის მეტროში უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკა გაიხსნა. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ტექნოლოგიური განვითარების ფონდიდან" აცნობეს, დედაქალაქის მეტროპოლიტენის სადგურში "სადგურის მოედანი" თბილისის მერიის სსიპ "ტექნოლოგიური განვითარების ფონდისა" და ელექტრონული წიგნების სახლ "საბას" ერთობლივი ინოვაციური პროექტის "უფასო QR ბიბლიოთეკის" პრეზენტაცია შედგა.

თბილისის პირველი უფასო QR ბიბლიოთეკა ელექტრონული წიგნების სახლ "საბას" დირექტორმა ირინა ჯავახაძემ და ფონდის პროექტის მენეჯერმა მარიამ მექვაბიშვილმა გახსნეს.

ფონდის ინფორმაციით, აღნიშნული სოციალური პროექტის მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოსახლეობაში კითხვის ჩვევის პოპულარიზაცია.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, ელექტრონული ბიბლიოთეკის ბანერების მეშვეობით, მეტროს რამდენიმე სადგურში მგზავრებს შეეძლებათ სპეციალური QR კოდების გამოყენებით უფასოდ ჩამოტვირთონ სასურველი წიგნის ელექტრონული ვარიანტი.

წიგნის კითხვა სპეციალური უფასო აპლიკაცია SABA Readers-ის საშუალებითაა შესაძლებელი. პროექტის შემდეგ ეტაპზე მსგავსი ელექტრონული ბიბლიოთეკების მოწყობა სწრაფი კვების ობიექტებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვადასხვა ადგილებშიც იგეგმება.

ფონდის ინფორმაციით, QR ბიბლიოთეკას სხვა დამატებითი ფუნქციაც აქვს - სპეციალური კოდების მეშვეობით შესაძლებელია თბილისში არსებული საქალაქო ბიბლიოთეკების კატალოგების ჩამოტვირთვა და სასურველი წიგნების დისტანციურად ძებნა.

"ტექნოლოგიური განვითარების ფონდმა" და "საბამ" აღნიშნულ პროექტზე მუშაობა მიმდინარე წლის ივნისში დაიწყეს. სპეციალურად შეირჩა თბილისის მეტროპოლიტენის რამდენიმე სადგური და პროექტში მონაწილე ელექტრონული წიგნები ქართული და უცხოური ლიტერატურიდან.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის