კულტურის მინისტრი ხვალ იაკობ გოგებაშვილის იუბილისადმი მიძღვნილ გამოფენას დაესწრება

თბილისის ისტორიის მუზეუმში, ხვალ კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე იაკობ გოგებაშვილის 175 წლის იუბილისადმი მიძღვნილ გამოფენას "დედაენელები" დაესწრება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებაზე მიწვეული არიან საქართველოს პარლამენტის წევრები, იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების, მეცნიერებათა აკადემიისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, კულტურის სფეროს მოღვაწეები, სხვა მოწვეული სტუმრები.

სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ცნობილი ადამიანების ბავშვობის ფოტოები ჩანაწერით, თუ რას ნიშნავს მათთვის "დედაენა", ან როგორი იყო ამ წიგნთან მათი პირველი შეხება.

ღონისძიება "დემოგრაფიული აღორძინების ფონდისა" და იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების მხარდაჭერით იმართება.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ "დედაენის" ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2013 წლის აპრილში მიანიჭა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია