მინისტრის მოადგილე გენერალ-ლეიტენანტ სეზაი ბოსტანჯს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრის თანაშემწეს შეხვდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ორმხრივ შეხვედრაზე დავით ებრალიძემ და გენერალ-ლეიტენანტ სეზაი ბოსტანჯიმ ორ ქვეყანას შორის მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო სამმხრივ ფორმატში საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანს შორის არსებულ თანამშრომლობასა და ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივებს.

"თურქეთის რესპუბლიკა საქართველოს მხარდამჭერია. ბევრი ქართველი ოფიცერი თურქეთში გადამზადებას გადის, თურქები ტექნიკურ დახმარებასაც გვიწევენ, ავღანეთშიც ვთანამშრობლობთ. თურქეთის რესპუბლიკას საქართველოს მეგობრად მივიჩნევთ და ამ ქვეყანასთან ინტენსიურად ვთანამშრომლობთ. ეს შეხვედრაც ამის დადასტურება იყო", - განაცხადა დავით ებრალიძემ.

შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი მამუკა სამხარაძე დაესწრნენ.

თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის ორმხრივი შეხვედრა თავდაცვისა და უსაფრთხეობის ფორუმის ფარგლებში სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში გაიმართა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის