გია სოსანაშვილი საბოლოო სიტყვას 2 ნოემბერს იტყვის, რის შემდეგაც მოსამართლე განაჩენს გამოიტანს

იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილი საბოლოო სიტყვას 2 ნოემბერს იტყვის, რის შემდეგაც მოსამართლე განაჩენს გამოიტანს. საქალაქო სასამართლოში დღეს გამართულ სხდომაზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.

როგორც სოსანაშვილის ადვოკატმა, სოსო ჯოგლიძემ განაცხადა, სახელმწიფო ბრალდება უსუსურად ცდილობს ფაქტი დაუკავშიროს 2006 წლის ე.წ. კორტების სპეცოპერაციას. სოსო ჯოგლიძის განცხადებით, ბრალდების მხარეს არ გააჩნია პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც სოსანაშვილის ბრალეულობას დაადასტურებს. ადვოკატი ასევე აცხადებს, რომ დღემდე არ არის წარმოდგენილი მკვლელობის მოტივი. სოსო ჯოგლიძემ მოსამართლე ელენე გოგუაძეს თხოვნით მიმართა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინოს.

დღევანდელ პროცესს ესწრებოდა თავად ბრალდებული სოსანაშვილი, რომლის განცხადებითაც შემთხვევის ადგილზე დარღვეულია დათვალიერების ზოგადი წესი. ბრალდებული ამბობს, რომ დაწვრილებით არ არის დათვალიერებული ხელყუმბარის ფალია.

"არც ერთი ფოტო არ ადასტურებს იმას, თუ სად არის გადაღებული მტკიცებულებად წარმოდგენილი ფალია. შემთხვევის ადგილზე თუ პროკურატურაში. ერთ-ერთმა მოწმემ განაცხადა, რომ ფოტო მანქანის კაპოტზეა გადაღებული. მანქანა შემთხვევის ადგილზე შეიყვანა, - განაცხადა გია სოსანაშვილმა.

მას ბრალად ედება განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში.

2 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც ბრალდებული საბოლოო სიტყვას იტყვის მხარეები კამათის ეტაპზე გადავლენ და მოსამართლე განაჩენის მისაღებად სათათბიროდ გავა, თუმცა იქნება თუ არა განაჩენი 2 ნოემბერს ჯერჯერობით უცნობია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს