გავრცელებული ინფორმაცია დეპუტატ ლევან ბერძენიშვილის გარდაცვალების თაობაზე სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც "ინტერპრესნიუსს" პარლამენტში განუცხადეს, ლევან ბერძენიშვილი კოლეგებთან - თედო ჯაფარიძესთან და ვიქტორ დოლიძესთან ერთად ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება.
არსებული ინფორმაციით, ლევან და დავით ბერძენიშვილებს გარდაეცვალათ უფროსი ძმა მამუკა ბერძენიშვილი.