გია სოსანაშვილის საქმეზე მოსამართლე სათათბიროდ გავიდა

იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილის საქმეზე მოსამართლე ელენე გოგუაძე სათათბიროდ გავიდა. მოსამართლე განაჩენს, სავარაუდოდ დღესვე გამოაცხადებს. მანამდე კი საქალაქო სასამართლოში საბოლო სიტყვის თქმის უფლებით ისარგებლა ბრალდებულმა სოსანაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ ცნობს. სოსანაშვილმა განაცხადა, რომ დაკითხვისას მასზე განხორციელდა ზეწოლა. კერძოდ, სთხოვდნენ, რომ მკვლელობის შემკვეთად კრიმინალური პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა დაესახელებინა.

სოსანაშვილის თქმით, მკვლელობის დღეს სოფელ ყარაფილაში, სადაც იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე ააფეთქეს, საერთოდ არ ყოფილა. გია სოსანაშვილის მტკიცებით, იგი იმყოფებოდა თბილისში, კერძოდ, წერეთელზე, რისი მოწმეც არის მძღოლი, რომელმაც საღამოს 19.00 საათზე დიდუბიდან წაიყვანა კასპში, საკუთარ სოფელში.

სოსანაშვილმა აღნიშნა, რომ იური ვაზაგაშვილს არ იცნობდა და ორ-სამჯერ მხოლოდ მისალმებით ჰყავს ნანახი. მოსამართლის განაჩენი სავარაუდოდ, დღესვე გამოცხადდება.

საქალაქო სასამართლოში განაჩენს ელოდებიან როგორც მხარეთა წარმომადგენლები, ასევე იური ვაზაგაშვილის ოჯახის ახლობლები და გია სოსანაშვილის ნათესავები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო