მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი დამხმარე მასწავლებლებისთვის კონკურსს აცხადებს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, პროგრამის "ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის" ფარგლებში, კონკურსს აცხადებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, კონკურსი გაიმართება ქართული ენის დამხმარე მასწავლებლის 50 ვაკანსიაზე; ისტორიის დამხმარე მასწავლებლის 10 ვაკანსიაზე; გეოგრაფიის დამხმარე მასწავლებლის 10 ვაკანსიაზე და დამხმარე მასწავლებლის 10 ვაკანსიაზე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის, რომლებმაც 2015 წელს მიიღეს ბაკალავრის ხარისხი და ფლობენ ქართულ ენას.

ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის სავალდებულოა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ბაკალავრის დიპლომი და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან ცნობა.

რაც შეეხება სხვა ვაკანსიებს, კონკურსანტებისთვის სავალდებულოა უმაღლესი განათლება შესაბამისი მიმართულებით. სხვა სპეციალობის შემთხვევაში უნდა აკმაყოფილებენ ჩამოთვლილთაგან მინიმუმ ერთ მოთხოვნას:

• თავისუფალი კრედიტების სახით მოპოვებული უნდა ჰქონდეს სასურველი ვაკანსიის საგნის სწავლების (პედაგოგიკის) მინიმუმ 30 კრედიტი;

• ბოლო 5 წლის განმავლობაში უნდა ჰქონდეს შესაბამისი საგნის სწავლების მინიმუმ 2-წლიანი უწყვეტი გამოცდილება;

• გავლილი უნდა ჰქონდეს სერტიფიცირება შესაბამის საგანში.

კონკურსში შერჩეული კანდიდატები ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების, კერძოდ, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლსა და კახეთის არაქართულენოვან საჯარო სკოლებში დასაქმდებიან.

დამხმარე მასწავლებლების ფუნქცია-მოვალეობა იქნება არაქართულენოვანი სკოლის ადგილობრივ მასწავლებლებთან ერთად გაკვეთილის დაგეგმვა და ჩატარება; ასევე მათი დახმარება ენისა და საგნის ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარებაში; ამავე პროგრამის კონსულტანტ-მასწავლებლის მიერ შეთავაზებულ მეთოდურ კურსში მონაწილეობა; არაფორმალური სწავლების ხელშეწყობა და ცენტრის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობა.

პროგრამაში ორი აკადემიური წლის განმავლობაში წარმატებით მონაწილეობის შემთხვევაში პროგრამის მონაწილეს დაუფინანსდება სწავლა საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საფეხურზე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების მიმართულებით სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის ოდენობით.

პროგრამა "ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის" მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არაქართულენოვან სკოლებში საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნებისა და სახელმწიფო ენის სწავლა/სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, ისე ადგილობრივი მოსახლეობის ქართული ენის ფლობის დონის გაუმჯობესებას და მათი სოციალური ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას.

დაინტერესებული პირებს ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება HR.GOV.GE-სა და TPDC.GE-ზე შეუძლიათ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის