არასამთავრობოები დიპლომატებს მიმართავენ

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ოფისში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს ხვდებიან.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, დღევანდელი შეხვედრის მიზანია საერთაშორისო ორგანიზაციებს და საელჩოებს გააცნონ საქალაქო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება.

"ამ შეხვედრის მიზანია ასევე მათ გავაცნოთ ინფორმაცია, თუ რა პროცესი განვითარდა "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით, ვისაუბროთ, რა შეიძლება იყოს მათი მხრიდან რეაგირება იმაზე, რა ხდება დღეს ზოგადად მედიაგარემოში. ჩვენი აზრით, ის რაც დღეს მედიაგარემოში ხდება, არის საგანგაშო", - განაცხადა ეკა გიგაურმა.

მისივე თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება იყო დაუსაბუთებელი და გაუგებარია, რა საჭიროებას წარმოადგენდა დროებითი მმართველის დანიშვნა, რადგანაც უკვე დაყადარებული იყო ტელეკომპანიის წილები და ხელმძღვანელობას შეზღუდვა უკვე ჰქონდა.

"დღეს ჩვენ დავინახეთ, რომ სასამართლომ გადასცა მართვის უფლება მხარეს. ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ აღსრულებასთან დაკავშირებით, ამით ფაქტობრივად დარღვეული იქნა, რადგან მართვის უფლება გადაეცა მხარეს. ის ადამიანები ვინც შემოვლენ მმართველობაში, არ არიან მიუკერძოებელი მოთამაშეები და წარმოადგენენ მხარეს", - განაცხადა ეკა გიგაურმა.

"სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელმა, ნინო ლომჯარიამ კი განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან არის ძალიან მაღალი ინტერესი ამ საქმის მიმართ.

"დღევანდელი შეხვედრის მიზანია დიპლომატებს გავაცნოთ ის სამართლებრივი არგუმენტები, რის გამოც მიგვაჩნია, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება იყო დაუსაბუთებელი, უკანონო და ეწინააღმდეგებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

ასევე, გვსურს მათ მივმართოთ თხოვნით, ხელისუფლების წინაშე მათ ხელთ არსებული რესურსის საშუალებით ძალიან მწვავედ დააყენონ მედიის დამოუკიდებლობის და ხელშეუხებლობის საკითხი", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს