საქართველომ UPR-ის ფარგლებში მიღებული 203 რეკომენდაციიდან 142-ს მხარი დაუჭირა

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) ფარგლებში, დამტკიცდა სამუშაო ჯგუფის ანგარიშის ის ნაწილი, რომელშიც ასახულია საქართველოსთან მიმართებით გაცემული ყველა რეკომენდაცია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული რეკომენდაციები გაერო-ს წევრმა 71-მა სახელმწიფომ შეიმუშავა 2015 წლის 10 ნოემბერის სესიაზე, რომლის ფარგლებშიც ადამიანის უფლებების შესახებ საქართველოს მიერ 2015 წლის ივლისში წარდგენილი ანგარიშის განიხილეს. დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, საქართველომ მიიღო 203 რეკომენდაცია. ამ ეტაპზე საქართველომ მხარი დაუჭირა 142 რეკომენდაციას.

"აღსანიშნავია, რომ აღნიშნული რეკომენდაციების ნაწილი უკვე შესრულებულია, ხოლო დიდი ნაწილის განხორციელებაზე საქართველოს მთავრობას დაწყებული აქვს სამუშაო პროცესი. 54 რეკომენდაციასთან დაკავშირებით საქართველო, დადგენილი წესის შესაბამისად, თავის პოზიციას წარმოადგენს ადამიანის უფლებათა საბჭოს 31-ე სხდომაზე (2016 წლის მარტი), როდესაც დაგეგმილია შემაჯამებელი ანგარიშის დამტკიცება. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაცია წარმოადგენს საოკუპაციო ძალას (რაც ერთმნიშვნელოვნად დაფიქსირდა საქართველოს დელეგაციის მხრიდან ანგარიშის განხილვისას), რის გამოც საქართველოს ხელისუფლება ვერ ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვას, რუსეთის ფედერაციის მიერ გაცემული 7 რეკომენდაცია საქართველომ ცნობად მიიღო და მხარი არ დაუჭირა. ამასთანავე, საქართველომ აიღო ნებაყოფლობითი ვალდებულება წარადგინოს შუალედური ანგარიში მხარდაჭერილი რეკომენდაციების შესრულების შესახებ", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე