"ვითიბი ბანკში" ლარში სესხები გაიაფდა

16 ნოემბრიდან, "ვითიბი ბანკი" სამომხმარებლოს სესხების აქციას იწყებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბანკიდან აცნობეს, აღნიშნული აქციის პერიოდში სესხის აღება 11%-დან არის შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 1.2% – 2.3% -ით იკლებს და მაქსიმუმ 16.87%-ს შეადგენს.

სესხის აღება შესაძლებელია ლარში, დოლარსა და ევროში, სამივე ვალუტაში განაკვეთი 11%-დან იწყება. სესხის მაქსიმალური თანხა შეადგენს 30 000 ლარს. ოთხ წლიანი ვადის შემთხვევაში განაკვეთი 14,5%-ს შეადგენს.

შემცირებული განაკვეთით სესხის აღება "ვითიბი ბანკში" ერთი თვის განმავლობაში, 16 დეკემბრამდეა შესაძლებელი.

სამომხმარებლო სესხი ნებისმიერი მიზნობრიობით და უზრუნველყოფის გარეშე გაიცემა.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026