თსუ-ში ვაჟა-ფშაველას მემორიალური მუზეუმი გაიხსნება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს ვაჟა-ფშაველას გარდაცვალებიდან 100 წლისთავზე ვაჟა-ფშაველას მემორიალური მუზეუმი გაიხსნება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, მემორიალური მუზეუმი იმ ოთახში განთავსდება, სადაც დიდმა მწერალმა უკანასკნელი დღეები გაატარა.

მუზეუმში წარმოდგენილი იქნება პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი მასალები. მათ შორისაა მწერლის დაბადების მოწმობა, სხვადასხვა დროის ცხოვრებისეული საბუთები, გარდაცვალების ამსახველი დოკუმენტები, მგოსნის ხელნაწერთა ასლები. ასევე გამოიფინება ვაჟას სახელთან დაკავშირებული ზოგიერთი ნივთი - პოეტის ნიღაბი, საწვენე, რითაც სარგებლობდა ავადმყოფი პოეტი, ვაჟას მამის, პავლე რაზიკაშვილის ხელჯოხი და სხვ.

მუზეუმში გამოიფინება ვაჟას ნაწარმოებებზე შექმნილი ცნობილი მხატვრების: ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის, გოგი და ირაკლი ოჩიაურების, სევერიან მაისაშვილის, ლევან ცუცქირიძისა და სხვათა ფერწერული, გრაფიკული და სკულპტურული ნამუშევრები.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია