"კიკვიძის პარკში" საბავშვო გასართობი მოედანი მოეწყო

ნაძალადევის რაიონში, ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკში (ე.წ. კიკვიძის პარკი) საბავშვო გასართობი სივრცე მოეწყო. მოედანი თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ნაძალადევის რაიონის გამგებელ, ზაზა გაბუნიასთან ერთად დაათვალიერა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, ადგილზე დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო ბორდიურები, სათამაშო მოედანი სპეციალური საფარით, კაუჩუკით დაიფარა, დამონტაჟდა ატრაქციონები და სავარჯიშო ინვენტარი.

საბავშვო გასართობ სივრცეში, ნაძალადევის რაიონის გამგეობისა და ფონდ "სიცოცხლის ხის" ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ასევე, დამონტაჟდა შშმ პირთათვის განკუთვნილი ატრაქციონი და სავარჯიშო მოწყობილობა.

დავით ნარმანიამ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარკის კეთილმოწყობა მომავალშიც გაგრძელდება.

"ეს არის შესანიშნავი პროექტი, რომელიც საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა. მოეწყო სპეციალური სივრცე ბავშვებისა და მოზარდებისთვის, სადაც შეუძლიათ თავისუფალ დროს გამოვიდნენ, გაერთონ, განიტვირთონ. გარდა ამისა, "კიკვიძის პარკი" რამდენიმე თვალსაზრისით არის საინტერესო. აქ განვახორციელეთ გამწვანების პროექტი, ახლა საბავშვო გასართობი მოედანი გაიხსნა. სამომავლოდ მის კიდევ უფრო მეტად მოწყობას ვგეგმავთ",-განაცხადა დავით ნარმანიამ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის