თადეოზ გურამიშვილის მარანმა საგურამოში ინფო ტურს უმასპინძლა

ახალ ტურისტულ ობიექტს, "გურამიშვილის მარანს" საგურამოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ასევე კერძო ტურისტული კომპანიები და მედიის წარმომადგენლები ეწვივნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, ,,გურამიშვილის მარანში" სტუმრები იმ ჯიშის ყურძნებისგან მიღებული ღვინო დააგემოვნეს, რომლიდანაც სასმელს ილია ჭავჭავაძე ამზადებდა. სპეციალისტებმა სტუმრებს ევროპული ღვინის დამზადების ტექნოლოგია გააცნეს და ის საცავი დაათვალიერებინეს, სადაც ქართული ჯიშების ყურძნით დამზადებული ღვინოების ფერმენტაცია და კასრებში შენახვა ხდება.

ინფო-ტურის დასასრულს სადეგუსტაციო დარბაზში პრეზენტაცია გაიმართა. ,,გურამიშვილის მარნის" აღდგენის პროექტი ,,კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ" განახორციელა. ის ოფიციალურად 8 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახსნა. მარანი აღრიცხულია არქიტექტურულ ძეგლად, რაც მას ასევე ტურისტულ დანიშნულებას აძლევს. ამჟამად მარანში აღდგენილია ქვევრები, რომლებიც თადეოზ გურამიშვილისა და ილია ჭავჭავაძის მიერ გამოიყენებოდა.

პროექტის განხორციელებისას მოხდა მარნის სრული აღდგენა, ასევე რეაბილიტირებულია ილია ჭავჭავაძისა და ოლღა გურამიშვილის ბუხრები. ,,გურამიშვილის მარანი" ქართველი და უცხოელი სტუმრების მისაღებად კვირის ნებისმიერ დღეს მზად არის.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია