საქართველო ინგუში ისტორიკოსებისთვის არქივებს გახსნის. ამის შესახებ ინფორმაცია ინგუშეთის ლიდერის იუნუს-ბექ ევკუროვის ოფიციალურ ვებვერდზე გამოქვეყნდა.
განცხადების თანახმად, ევკუროვმა საქართველოდან მეცნიერთა დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე ხელმძღვანელობდა.
განცხადებაში წერია, რომ ქართველი მეცნიერები ინგუშეთში კოლეგების მოწვევით ჩავიდნენ და თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
"ქართველ და ინგუშ ხალხს ყოველთვის ძმური ურთიერთობა აკავშირებდათ", - აღნიშნა ევკუროვმა შეხვედრაზე.
თავის მხრივ, გიორგი კვესიტაძემ განაცხადა, რომ საქართველო ინგუში ისტორიკოსებისთვის ყველა არქივს გახსნის.