აშშ-ს საელჩომ და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ერთობლივი კონფერენცია ჩაატარეს

ამერიკის საელჩომ და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ერთობლივი კონფერენცია ჩაატარეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან აცნობეს , შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლების და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის დეპარტამენტმა, ამერიკის საელჩოს თანაორგანიზებით, ამერიკისმცოდნეობის მე-8 საერთაშორისო კონფერენცია გამართა.

დღეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარებულ კონფერენციაზე განხილული იქნა საკითხთა ფართო სპექტრი, რომლებიც შეეხება ამერიკული სწავლებასა და კვლევებს. ასევე სამართლის, ეკონომიკის, ჯანდაცვის, რელიგიის, პოლიტიკისა, კულტურის და სოციალური თემების შესახებ პრეზენტაციები გაიმართა.

კონფერენცია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ გახსნა. ელჩის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას უწყობს ხელს.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები რჩება საქართველოს ერთგულ პარტნიორად და აგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დემოკრატიული პროცესების განვითარებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს