სან დიეგოს უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე ილიაუნიში ჩარიცხული წარმატებული პირველკურსელები სტიპენდიით დაჯილდოვდებიან

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საბაკალავრო პროგრამებზე ილიაუნიში ჩარიცხული წარმატებული პირველკურსელები სტიპენდიით დაჯილდოვდებიან.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, სტუდენტებს დღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს პროგრამის დეკანი კენ უოლში და "ბაზისბანკის" გენერალური დირექტორი დავით ცაავა დააჯილდოებენ.

სტიპენდიას პირველკურსელებისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორი "ბაზისბანკი" აწესებს.ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და "ბაზისბანკის" ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის მოცულობა 2015 წლისთვის 20 000 ლარი იყო, რაც აღნიშნულ პროგრამებზე ჩარიცხული 10 ყველაზე მაღალქულიანი (ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით) აბიტურიენტისთვის ერთჯერადად 2000-ლარიანი სტიპენდიის დაწესებას გულისხმობდა. წელს "ბაზისბანკის" სტიპენდიით დაჯილდოვდებიან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ილიაუნიში არსებული საერთაშორისო აკრედიტაციის საბაკალავრო პროგრამების შემდეგი სტუდენტები: ანდრო გვივრაძე, ზურაბ ბაკურიძე, ერეკლე ჯმუხაძე, ნიკოლოზ სანაკოევი, დავით ჯანელიძე, სანდრო იოსავა, ლუკა თვალიაშვილი, ჟიული გოგაძე, მიხეილ ქუშაშვილი და ლანა გასპარიანი.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია