საქართველოში ნარჩენების მართვისა და საგზაო უსაფრთხოების პრობლემების გადასაწყვეტად 3-4 დეკემბერს, თბილისში საერთაშორისო სამუშაო კონფერენცია გაიმართება.
კონფერენციის ორგანიზატორია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინოვაციური სერვისების ლაბორატორია. კონფერენციის მხარდამჭერები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და დანიის მთავრობა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან აცნობეს, სააგენტოს ხელმძღვანელი შიო ხეცურიანი და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე საქართველოში შომბი შარპი გახსნიან.
ორდღიან სამუშაო კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები და მთავრობის წარმომადგენლები; სომხეთის, მოლდოვას, მაკედონიისა და არაბული სახელმწიფოების ინოვაციური ლაბორატორიების წარმომადგენლები; ასევე მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციები ინოვაციების სფეროში - ნესტა (დიდი ბრიტანეთი), მაინდლაბი (დანია) და პალს ლაბი (ინდონეზია).
"კონფერენციის მონაწილეები გაეცნობიან სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას სახელმწიფო სერვისებში ინოვოაციური მიდგომების დანერგვის სფეროში და იმსჯელებენ ინოვაციური სერვისების ლაბორატორიების როლზე ამ პროცესში.
სამუშაო ჯგუფები განიხილავენ ორ პრიორიტეტული საკითხს, რომელიც გამოავლინეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროებმა: ნარჩენების მართვასა და საგზაო უსაფრთხოებას. 4 დეკემბერს, სამუშაო ჯგუფები თავისი ორდღიანი მუშაობის შედეგებს საქართველოს მთავრობის, დონორი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს გააცნობენ", _ აცხადებენ სააგენტოში.