"თბილისი მოლში" ხვალ პროექტის - ,,დაიწყე ბიზნესი Fab Lab-თან ერთად", ფარგლებში შექმნილი პროდუქტის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" სსიპ "ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოდან" აცნობეს, სააგენტო ახალგაზრდებს მუდმივად აძლევს შანსს დახვეწონ, განავითარონ და განახორციელონ ბიზნეს იდეები. მთავარი ინსტრუმენტი აქ ინოვაციური იდეაა. სწორედ ამ მიმართულებით სააგენტომ ილიას უნივერსიტეტთან ერთად განახორციელა პროექტი ,,დაიწყე ბიზნესი Fab Lab-თან ერთად".
"პროექტის "დაიწყე ბიზნესი Fab Lab-თან ერთად" კიდევ ერთი საინტერესო სტარტაპი Begels, რომელიც ორიგინალური დიზაინის ჩანთებს ამზადებს. პირველი კოლექცია 6 დეკემბერს, "თბილისი მოლში" ჩვენს გამოფენა-გაყიდვაზე იქნება წარმოდგენილი", - აცხადებენ "ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში".