"პალიტრა L" - ის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, "ბიბლუსი გალერიში" გრანდიოზული აქცია დასრულდა. აქციით სარგებლობა ყველა მკითხველმა შეძლო, რომელმაც 357 ლარის და მეტი ღირებულების წიგნები შეიძინა. მათ საჩუქრად Huawei-ის ტელეფონები გადაეცათ.
"წარმატებით დასრულდა დღევანდელი აქცია. მკითხველი დიდი აქტიურობით გამოირჩეოდა. აქციაში Huawei-ის ორი მოდელის ტელეფონი გამოვიტანეთ. ამ ტელეფონების ღირებულების წიგნების შემძენები ორი მოდელიდან მათთვის სასურველს ირჩევდნენ და საჩუქრად იღებდნენ", - განაცხადა "პალიტრა L-" ის მარკეტინგის მენეჯერმა ხვიჩა ჯღუთაშვილმა.
"ბიბლუსი გალერისთან" აქციაში მონაწილეობის მსურველთა რიგი დილიდან იდგა. გრანდიოზული აქცია გამომცემლობა "პალიტრა L" - ის ყველა წიგნზე ვრცელდებოდა. აქციის ფარგლებში შეძენილ წიგნებზე განვადებაც მოქმედებდა.
"აქციის ფარგლებში მშობლებთან ერთად მოვედი და 1200 ლარის წიგნები შევიძინე. საჩუქრად ტელეფონები მივიღეთ", - ამბობს მომხმარებელი მარიამ ქიბაძე.
"357 ლარის წიგნები შევიძინე და საჩუქრად სმარტფონი მივიღე. მადლობა "პალიტრა L"-სა და "ბიბლუსს", - განაცხადა რუსუდან ზუბიაშვილმა.
"პალიტრა L" - ის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართული აქცია 12 დეკემბერს, 20.00 საათზე დასრულდა.
იხილეთ ბმული: იყიდე წიგნები, მიიღე სმარტფონი - გრანდიოზული აქცია "ბიბლუსი გალერეაში"