ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულების ოჯახის წევრებს ადვოკატ ირმა ჭკადუას წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადება შეაქვთ

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულების ოჯახის წევრებს ადვოკატ ირმა ჭკადუას წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადება შეაქვთ.

როგორც თბილისის პროკურატურასთან ერთ-ერთი მსჯავრდებულის, გიორგი ცააძის დამ, ირინა ცააძემ განაცხადა, საქმე ეხება ირმა ჭკადუას სატელევიზიო განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ ე.წ. კორტების საქმეზე მსჯავრდებულების მკვლელობა იგეგმებოდა.

"ჭკადუამ თქვა, რომ იურა ვაზაგაშვილი იმ შემთხვევაში მოიკლავდა თავს, თუ მოკლავდა მისი შვილის მკვლელებს, მისი შვილის მკვლელებში კი მოიხსენიებოდა? - სავარაუდოდ, ჩემი ძმა და მისი მეგობრები. ჩვენ გვაინტერესებს, თუ ჭკადუამ იცოდა ეს ყველაფერი, რატომ არ მოვიდა და რატომ არ შეატყობინა პროკურატურას? აქეთ გვაბრალებენ მკვლელობას და თურმე ჩვენს მოკვლას გეგმავდნენ. ამაზე გვაინტერესებს ყველაფერი გავიგოთ", - განაცხადა ირინა ცააძემ, რომელიც პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს