ლევან ბერძენიშვილი - შეწყალების კომისიასთან დაკავშირებით პოლიტიკოსები ძველი იტალიური ფილმების სფეროში გადადიან

დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ შეწყალების კომისიის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პოლიტიკოსები ძველი იტალიური ფილმების სფეროში გადადიან.

როგორც ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თუკი პროკურატურა შეწყალების კომისიასთან დაკავშირებით პრეზიდენტის დაკითხვას საჭიროდ მიიჩნევს, მაშინ მას დაკითხვაზე დაიბარებენ.

,,პრეზიდენტი რიგითი მოქალაქეა და თუ პროკურატურა მიიჩნევს საჭიროდ მაშინ პრეზიდენტს დაკითხვაზე დაიბარებენ. არამგონია, რომ პრეზიდენტმა რაიმე არ დაადასტუროს. რაც შეეხება იმას, რომ მესიჯები გაქრა ტელეფონიდან, თავისთავად საინტერესო განვითარებაა, რადგან ნელ-ნელა ძველი იტალიური ფილმების სფეროში გადავდივართ. როგორც ჩანს, სადღაც რაღაც ისე არ არის, როგორც საჭიროა. იმედი მაქვს, რომ პროკურატურა ბოლომდე გააერკვევა საქმეში", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, საქართველოს პრეზიდენტი პროკურატურასთან სულ თანამშრომლობდა და ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს