ადვოკატი - ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმე გახსნილია

მოკლული ბიზნესმენის, ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმე გახსნილია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ხარძიანის ოჯახის ადვიკატმა, მალხაზ სალაყაიამ განუცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით, დადგენილია მკვლელის ვინაობაც, თუმცა ის ჯერჯერობით დაკავებული არ არის. მალხაზ სალაყაიამ დააკონკრეტა, რომ ხარძიანის მკვლელის ვინაობა არც მისთვის და არც მოკლულის ოჯახისთვის ცნობილი არ არის.

ამასთან, ადვოკატის ვარაუდით, საქმე სასამართლოში წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, "არ წავა".

ბესიკ ხარძიანი მიმდინარე წლის 28 მარტს მარაბდის ქუჩაზე, საკუთარ სახლთან მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა, სავარაუდოდ, ჩეჩნური წარმოშობის უკრაინის მოქალაქემ ჩაიდინა, რომელიც მარაბდის ქუჩაზე მოპედით იმყოფებოდა. მოპედი და ჩაფხუტი მკვლელობიდან მალევე, კეკელიძის ქუჩაზე აღმოაჩინეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა