თეა ძიმისტარაშვილი – "ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარის პოზიცია ზეწოლაა პრეზიდენტზე, პარლამენტსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, გადაწყვეტილება დამოუკიდებლად, კანონით დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით მიიღოს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილმა მოსამართლე ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოში გამწესების საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

მისი თქმით, დაუშვებელია განცხადებები, რაც ამ თემაზე "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარემ გააკეთა.

"არასამთავრობო ორგანიზაციათა კრიტიკა, რა თქმა უნდა, დასაშვებია. ყველა საკითხში – ის, რაც გონივრული კრიტიკაა, ჩვენ ამ კრიტიკას მივიღებთ და ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციათა ვალდებულება, მაგრამ როდესაც პროცესის უშუალო მონაწილე მხარე – "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარე გამოდის, პირდაპირ მოწოდებებს აფიქსირებს და ზეწოლას ახდენს ისეთ ინსტიტუტებზე, როგორიც არის საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტი, ეს არის ყოვლად დაუშვებელი. ეს არის ზეწოლა იუტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებზე. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, დამოუკიდებლად, კანონით დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით, მიიღოს გადაწყვეტილება", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" თეა ძიმისტარაშვილმა.

მოსამართლეთა კორპუსმა დღეს ლევან მურუსიძეს მხარდაჭერა გამოუცხადა. მოსამართლეებმა რიგით მე-15 კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს მიმართეს, არ მოექცნენ ზეწოლისა და ზემოქმედების ქვეშ.

მოსამართლეთა კონფერენციამ მოსამართლეთა მიმართ შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური განცხადებების თაობაზე, სპეციალური განცხადება მიიღო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა