ფოთის სოციალურად დაუცველთა სასადილოს სახურავს სრული რეაბილიტაცია უტარდება

ფოთის სოციალურად დაუცველ და მიუსაფართა სასადილოს სახურავს სრული რეაბილიტაცია უტარდება. ამჟამად შენობის სახურავის განახლება ინტენსიურად მიმდინარეობს. იცვლება ხის საყრდენი კონსტრუქციები, მთლიანად სახურავი ლითონის პროფილური ფურცლებით იფარება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე ქალაქ ფოთის მერი ირაკლი კაკულია, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია და ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსი მაია მაკალათია გაეცნენ. სახურავის განახლებისთვის 20 000 ლარია გამოყოფილი.

ფოთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან უპოვართა სასადილოსთვის პროგრამის მიხედვით, 220 000 ლარია გათვალისწინებული, სადაც ყოველდღიურად 220 ბენეფიციარი იკვებება. 20 სოციალურად დაუცველს კი სადილი სახლებში ეგზავნება. გარდა ამისა, თითოეულ მათგანს ფოთის მუნიციპალიტეტიდან დღესასწაულებზე სასაჩუქრე ნობათი ურიგდება.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა