გიორგი გაბაშვილი - ვითარება შეიცვლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ივანიშვილი ჩამოშორდება ხელისუფლებას

მთავრობაში საკადრო ცვლილებების გადაწყვეტილება მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლებაშიც კი ესმით, თუ რა კატასტროფის წინაშე დგას ქვეყანა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გაბაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. თუმცა, გაბაშვილმა ხაზი გასუვა, რომ საკადრო გადაადგილებები ვითარებას რეალურად ვერ შეცვლის ვიდრე ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას არ ჩამოშორდება.

"სულ ორი დღის წინ ბატონი ღარიბაშვილი ატარებდა პრეზენტაციას და საუბრობდა იმაზე, რომ მთავრობა არის წარმატებული, ხალხი უკეთ ცხოვრობს და ყველაფერი კარგად არის. გადაწყვეტილება, რომელიც დღეს ან ამ დღეებში მიიღება მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლებაშიც კი ესმით, თუ რა კატასტროფის წინაშე დგას ქვეყანა, მაგრამ ეს გადანაცვლებები ბიძინა ივანიშვილის კარზე ვითარებას ვერ შეცლის. პირადად ის, მისი პოლიტიკა, მისი არასწორი გადაწყვეტილებები არის მიზეზი იმისა, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. შესაბამისად, გადანაცვლებები მის კარზე ვითარებას ვერ შეცვლის. ვითარება შეიცვლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს ხელისუფლება დასრულდება არჩევნების გზით; როცა ბიძინა ივანიშვილი ჩამოშორდება ხელისუფლებას და მოვა ახალი მთავრობა", - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა