ჩინელი ინვესტორები საქართველოში ჩაის დარგის განვითარების პოტენციალით დაინტერესდნენ

სოფლის მეურნოების მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჩაის მწარმოებლებსა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ნოდარ კერესელიძემ ქვეყნისთვის სოფლის მეურნეობის დარგის პრიორიტეტულობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ხელშეწყობით ამ კუთხით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, მათ შორის საქართველოში ჩაის პლანტაციების განვითარების პროგრამა. მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ.

ნოდარ კერესელიძემ ჩინელ ინვესტორებს გააცნო ქართული ჩაის განვითარების მიმართულებით შემუშავებული ახალი პროგრამა, რომელის ფარგლებშიც მომავალი წლიდან იგეგმება ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია. მინისტრის მოადგილემ ქვეყნებს შორის საუკუნეების მანძილზე არსებული ჩაის წარმოების მიმართულებით თანამშრომლობის ტრადიციის აღდგენის სურვილი გამოთქვა.

შეხვედრაზე ინვესტორებმა ჩინეთის ჩაის წარმოების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინეს და აღნიშნეს, რომ საქართველოს ჩაის განვითარების კუთხით დიდი პოტენციალი აქვს.

როგორც მინისტრის მოადგილემ, ლევან დავითაშვილმა ჩინელ ინვესტორებთან შეხვედრისას აღნიშნა, ჩაის განვითარების სახელმწიფო პროგრამა ფერმერებისთვის ექსტენციის და სწავლების კომპონენტს ითვალისწინებს. მნიშვნელოვანია ფერმერები ჩაის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებს გაეცნონ.

შეხვედრაზე აჭარის რეგიონში ჩაის მუზეუმის გახსნის იდეაც განიხილეს, რაც საქართველოში ჩაის ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის