არსებული ინფორმაციით, სამთავრობო ცვლილებები ძირითადად ეკონომიკურ გუნდს შეეხება

მინისტრთა კაბინეტში რამდენიმე საკადრო ცვლილება მოხდება. კერძოდ, პრემიერ-მინისტრის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურას ასახელებენ, თუმცა როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, მათ შორის ყველაზე რეალური გიორგი კვირიკაშვილია.

გიორგი კვრიკაშვილს კი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მისი პირველი მოადგილე მიხეილ ჯანელიძე ჩაანაცვლებს. ცვლილებები იგეგმება ეკონომიკურ გუნდშიც, კერძოდ, არსებული ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრის პოსტს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაიკავებს, ამ უკანასკნელს კი ბიზნესომბუდსმენი, ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია ან "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე შეცვლის.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალ მინისტრთა კაბინეტში აღარ მოხვდებიან განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა