საქართველოში ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის ისტორიაში 2015 წელი საიუბილეოა

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი საქართველოში პირველი ტუბსაწინააღმდეგო დაწესებულების დაარსებიდან 90 წლის და ფილტვის დაავადებათა ეროვნელი ცენტრის შექმნიდან კი 15 წლის იუბილეს აღნიშნავს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ჯანდაცვის სამინისტოდან აცნობეს, ამ თარიღთან დაკავშირებით, ხვალ, 18:00 საათზე, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში საზეიმო მიღება გაიმართება. ღონისძიებას დაესწრება შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია. ასევე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საიუბილეო საღამოს მიზანია: ხაზი გაესვას ტუბერკულოზთან ბრძოლის მნიშვნელობას და მის ისტორიას საქართველოში; წარმოჩინდეს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული უახლესი მიღწევები, ტუბერკულოზთან ბრძოლის პერსპექტივები და მომავალი წლის გეგმები; ხაზი გაესვას საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების (მოსახლეობა, ხელისუფლება, მასმედია, კულტურის და ბიზნესის წარმომადგენლები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, საზოგადოებრივი კავშირები და კერძო პირები) ჩართვის მნიშვნელობას ტუბერკულოზთან ბრძოლაში.

ტუბერკულოზის გამომწვევით ინფიცირებულია მოსახლეობის 1/3, თუმცა მხოლოდ 5-10%-ში ხდება ინფიცირების ტრანსფორმირება დაავადებაში სიცოცხლის მანძილზე. საქართველოს ტუბერკულოზთან ბრძოლის ეროვნული პროგრამის მონაცემებით, 2014 წელს ქვეყანაში სულ ტუბერკულოზის ყველა ფორმის 3 839 შემთხვევა დარეგისტრირდა, მათგან 2 842 - ახალი შემთხვევა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის