მაზარ-ი-შარიფში ქართულმა ასეულმა ჰუმანიტარული ოპერაცია ჩაატარა

ავღანეთში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის ფარგლებში, მაზარ-ი-შარიფში ბაზა "მარმალზე" დისლოცირებულმა საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის "ალფა" ასეულმა ჰუმანიტარული ოპერაცია ჩაატარა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ძირითადი ფაზის დაწყებამდე ოპერაციაში მონაწილე ოცეულის მეთაურმა, კაპიტანმა ირაკლი თოლორდავამ ქვედანაყოფს გადაადგილებისა და უსაფრთხოების წესების შესახებ ბრიფინგი ჩაუტარა.

ქართველმა სამხედროებმა სოფლების - კამპშაჰისა და ჰუსეინაბადის ბავშვებს თბილისის 45-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მიერ შეგროვილი სათამაშოები დაურიგეს. ჯარისკაცებმა პატარებთან რამდენიმე წუთის განმავლობაში თამაშიც მოასწრეს. ასეულის მეთაური ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა და მათი უმთავრესი პრობლემებით დაინტერესდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჰუმანიტარული ოპერაცია სამი საათის განმავლობაში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. ოპერაციაში მონაწილეობდა ასევე გერმანიის ბუნდესვერის კუთვნილი ხუთი ჯავშანმანქანა "დინგო 2".

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის "ალფა" ასეული "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში უკვე ხუთი თვეა ჩართულია. რამდენიმე კვირაში მას ამავე ბატალიონის "ბრავო" ასეული ჩაანაცვლებს.

იხილეთ ვიდეო: თბილისელი მოსწავლეების საახალწლო საჩუქრები ავღანელ ბავშვებს ქართველმა ჯარისკაცებმა გადასცეს

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა