საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს გიორგი კვირიკაშვილს უსმენს

პარლამენტში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატს გიორგი კვირიკაშვილს წარადგენენ. უმრავლესობის სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და დავით უსუფაშვილი ერთად მივიდნენ, მათ დეპუტატები ტაშით შეხვდენენ.

როგორც სხდომის დაწყებამადე ჟურნალისტებს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკიმ განუცხადა, გუშინ დილიდან მიმდინარეობდა კონსულტაციები პარლამენტსა და კანცელარიას შორის, მათ შორის რამდენიმე საუბარი გაიმართა პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელ ირაკლი ღარიბაშვილთან.

"ჩვენ ველოდებით, რომ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი წარმოადგენს გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურას", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

კითხვაზე, რატომ კვირიკაშვილი - ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე აცხადებს, რომ "ის ქართული ოცნების" პოლიტიკური ოჯახის წევრია და კარგი მონაცემები აქვს".

რაც შეეხება სხვა საკადრო ცვლილებებს მინისტრთა კაბინეტში, მათ შორის, ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის შესაძლო თანამდებობიდან გათავისუფლებას, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ეს საუბრები მიმდინარეობს, თუმცა იგი მომდინარეობს საექსპერტო და არა სამთავრობო წრეებიდან.

"ჯერჯერობით ამაზე საუბარი ადრეა", - დასძინა ვოლსკიმ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა