გიორგი ოქროპირიძის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად ვერდიქტი ვერ მიიღეს

ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად ვერდიქტი ვერ მიიღეს. მათ პირველ ეტაპზე სამსაათიანი დრო ჰქონდათ განსაზღვრული გადაწყვეტილების ერთხმად მისაღებად. ვადის ამოწურვის შემდეგ ავტომატურად განისაზღვრა მეორე ეტაპი – ექვსსაათიანი დრო.

ექვსსაათიან დროში ნაფიცებმა გადაწყვეტილება 8 ხმით 4-ის წინააღმდეგ უნდა მიიღონ. თუკი მეორე ეტაპის ექვსსაათიან დროში ვერდიქტი კვლავ ვერ დადგება, მსაჯულებს დამატებით სამსაათიანი დრო განესაზღვრებათ. მესამე ეტაპის ამოწურვის შემდეგ კი მოსამართლეს უფლება აქვს ჯამში განსაზღვრულ 12 საათიან ვადას დაუმატოს გონივრული დრო, რომლის ფარგლებშიც ნაფიც მსაჯულებს კვლავ ექნებათ საშუალება ვერდიქტი მიიღონ.

თუკი ნაფიცებმა მაინც ვერ მიიღეს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი ვერდიქტი, ოქროპირიძე, რომლის საქმეს უკვე ნაფიც მსაჯულთა მეორე შემადგენლობა იხილავს, გამართლებულად ჩაითვლება. ასეთ შემთხვევაში განზრახ მკვლელობაში ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან ვერ გათავისუფლდება, რადგან სხვა სისხლის სამართლის საქმეზე მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული. მახარაძის მკვლელობის საქმეზე კი გიორგი ოქროპირიძეს ბრალად დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედება. აღნიშნული ბრალდება დამტკიცების შემთხვევაში უმაღლეს სასჯელად უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო