გიორგი კვირიკაშვილი - შერიგების პოლიტიკასთან დაკავშირებით ჩვენ უნდა გადავდგათ თამამი ნაბიჯები

ჩვენ მოვალენი ვართ, მინიმუმ იმდენი კონსტრუქციულობა გამოვიჩინოთ, რომ ვლადიმერ პუტინის ამ ტიპის განცხადებებზე არ ვუპასუხოთ აპანჩურებით, უგულებელყოფით და ყველა პოტენციალი, რომელიც კი იქნება ამ მიმართულებით გაჟღერებული რუსეთის ხელისუფლების მხრიდან, კონსტრუქტივით მივიღოთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე რუსეთის პრეზიდენტის იმ განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხისას აღნიშნა, რომლის მიხედვითაც, ქართველებმა აფხაზებსა და ოსებთან შერიგებაზე  უნდა ისაუბრონ. 

როგორც კვირიკაშვილმა განმარტა,  ამ საკითხთან დაკავშირებით შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატის შეფასებას იზიარებს.

"შერიგების პოლიტიკასთან დაკავშირებით ჩვენ უნდა გადავდგათ თამამი ნაბიჯები. ბატონ პაატას შემუშავებული აქვს მთელი რიგი იდეები. მე ყურადღებით გავეცანი და დიდი ნაწილი ამ წინადადებებისა ჩემთვის ძალიან საინტერესოა. არის ნაწილი, რომელიც, ჩემი აზრით, მინიმუმ ამ ეტაპზე არ შეიძლება იყოს მიზანშეწონილი. ბატონი პაატას იდეები იმსახურებს ინტერესს, რათა ის განხილული იქნას ფუნდამენტურად. ჩვენ არ გვაქვს დრო, არ გადავდგათ თამამი ნაბიჯები ამ მიმართულებით. რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას, რომ ქართველებმა უნდა ისაუბრონ აფხაზებთან და ოსებთან შერიგებაზე - შეიძლება გვქონდეს შინაგანი სკეპტიციზმი, მაგრამ ჩვენ მოვალენი ვართ, მინიმუმ იმდენი კონსტრუქციულობა გამოვიჩინოთ, რომ ამ ტიპის განცხადებებზე არ ვუპასუხოთ აპანჩურებით, უგულებელყოფით და ყველა პოტენციალი, რომელიც კი იქნება ამ მიმართულებით გაჟღერებული რუსეთის ხელისუფლების მხრიდან, კონსტრუქტივით მივიღოთ. დამერწმუნეთ, საერთაშორისო არენაზე ეს ჩვენ გაცილებით უფრო დადებითად წარმოგვაჩენს. ამ ურთიერთობებში ჩვენ უნდა გამოვწუროთ ყველა შესაძლო პოზიტიური პოტენციალი, რომელიც კი შეიძლება წამოვიდეს ამ მიმართულებით. სწორედ აქედან იყო გამომდინარე ბატონი პაატას განცხადება, რომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა პოზიტივი, რომელიც კი გაჩნდება ამ მიმართულებით. დრო ჩვენს საწინააღმდეგოდ მუშაობს, ახალი თაობები იზრდებიან, ისინი შორდებიან ერთმანეთს, ამიტომ მე ვფიქრობ, ეს იყო სწორი განცხადება", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ პუტინის მოწოდება აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებს დაეხმარება, თამამად მიიღონ გადაწყვეტილებები და საქართველოსთან რეგულარულ ორმხრივ ურთიერთობებზე წამოვიდნენ. ამის შესახებ ზაქარეიშვილმა გუშინ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ ოსურ მხარესთან ვერა, თუმცა მოახერხა ქართულ-აფხაზური ორმხრივი ურთიერთობების აღდგენა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია