2016 წლის "სუპერ ბებია და ბაბუა" გამოვლინდა

სათნოების სახლ "კათარზისში" 2016 წლის "სუპერ ბებია და ბაბუა" გამოავლინეს. გამარჯვებული 83 წლის ლიდა მაისურაძე და 86 წლის ტრისტან კვატაშიძე გახდნენ. მათ კომპანია თელასისგან 500-500 ლარი გადაეცათ

კონკურსის სპონსორია კომპანია "თელასი". ჟიურის თავმჯდომარემ, კომპანია "თელასის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ვალერი ფანცულაიამ გამარჯვებულებს პრიზები გადასცა.

ვალერი ფანცულაიას თქმით, კომპანია "სუპერ ბებიასა და ბაბუას" კონკურსის ყველა მონაწილე მოხუცს აჯილდოებს. კერძოდ, კომპანიისაგან მათ 80 ლარი და საახალწლო ნობათი გადაეცათ.

კონკურსში სულ 23 მოხუცი მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ხანდაზმულები. ზოგიერთი მათგანი თავად სათნოების სახლ "კათარზისის" ბენეფიციარია. კონკურსის მონაწილეებმა პოპულარული სიმღერები და ცეკვები შეასრულეს. მათ ჟიურისა და დამსწრეთა მოწონება დაიმსახურეს.

კონკურსის ჟური ექვსი წევრისაგან შედგებოდა. კერძოდ, ჟიურის წევრები იყვნენ სარეკლამო კომპანია "აუტდორ.გე"-ს წარმომადგენელი თათია ხელაძე, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალის" წარმომადგენელი ნინო სეფისკვერაძე, პიანისტი ირმა გიგანი, მსახიობი ზურა შარია და მხატვარი ლადო თევდორაძე.

სარეკლამო კომპანია "აუტდორ.გე"-მ თავისი სიმპატია დაასახელა. კომპანიის წარმომადგენელმა თათია ხელაძემ ციალა მაჭარაშვილს სასაჩუქრე კალათა გადასცა. საფინანსო ორგანიზაცია "კრისტალის" სიმპატია კი, ჯემალ ნემსიწვერიძე და ფედოსია დემენტიევა გახდნენ.

როგორც კომპანია "თელასის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსხურის ხელმძღვანელმა განაცხადა, "კათარზისის" ბინადრები ზამთრის პერიოდში უფასო ელექტროენერგიით იქნებიან უზრუნველყოფილი. ამ მიზნით ფანცულაიამ "კათარზისის" სახლის დამფუძნებელს ზაურ ალადაშვილს 15 000 ლარის ოდენობის ელექტროენერგიის ვაუჩერი გადასცა.

იხილეთ ვიდეო: "ვინ გახდა 2016 წლის "სუპერ ბებია და ბაბუა""

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია