საქართველოს კარლო პონტი ეწვევა

საქართველოს დღეს ცნობილი დირიჟორი, ლეგენდარული მსახიობის სოფი ლორენის ვაჟი, კარლო პონტი ეწვევა. კარლო პონტი 9 იანვარს, თბილისის საკონცერტო დარბაზში, ნინო სურგულაძის საქველმოქმედო კონცერტს უდირიჟორებს. დღეს კი კარლო პონტი მედიისთვის პრესკონფერენციას გამართავს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ნინო სურგულაძის საერთაშორისო ცენტრიდან - "ნატვრის ხე" აცნობეს, კარლო პონტი უმცროსი ჟენევაში 1968 წლის 29 დეკემბერს ლეგენდარული მსახიობის სოფია ლორენისა და იტალიელი პროდიუსერის კარლო პონტის ოჯახში დაიბადა.

პონტის, სადირიჟორო კარიერის მანძილზე 30–მდე სიმფონიურ ორკესტრთან აქვს ნამუშევარი, გამოშვებული აქვს ორი ალბომი, რომელშიც შესულია კონცერტები მისი დირიჟორობით, ასევე იგი ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა ამერიკულ რადიო და ტელეარხების მუსიკალურ გადაცემებში. კარლო პონტის მონაწილეობა აქვს მიღებული 11 სხვადასხვა მუსიკალურ ფესტივალში და ამ პერიოდის განმავლობაში მას გადაეცა 5 საპატიო ჯილდო. ამჟამად კარლო პონტი აშშ–ში მოღვაწეობს.

ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი - "ნატვრის ხე" გრანდიოზულ საქველმოქმედო კონცერტს 9 იანვარს, 21:00 საათზე, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართავს.

კონცერტში მონაწილეობენ მსოფლიო ვარსკვლავები: ტენორი ალესანდრო საფინა; "მის ჰოლივუდი 2005", ოპერის და ესტრადის დივა ენჯელ ბლუ; ჩელისტი ანა რუცნერი; ვირტუოზი პიანისტი ოლივერ პული; დირიჟორი კარლო პონტი; ნინო სურგულაძე; თბილისის ოპერის სიმფონიური ორკესტრი, აფხაზეთის კაპელა და ინსტრუმენტალური ბენდი.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე