სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციური სამსახური გასულ წელს 59 000-მდე მოქალაქეს მოემსახურა

სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციური სამსახური გასულ წელს 59 000-მდე მოქალაქეს მოემსახურა.

როგორც "ინტერპრენსიუსს" სერვისების განვითარების სააგენტოდან აცნობეს, აქედან 23 941 (41%) პირმა სატელეფონო, 23 772 (40%) მოქალაქემ - "სკაიპით", ხოლო 7 919 (14%) მოქალაქემ - ონლაინ კონსულტაცია მიიღო. ელექტრონული ფორმით სულ 3 094 (5%) განცხადება შემოვიდა, რის საფუძველზეც მოქალაქეებმა სახლიდან გაუსვლელად სხვადასხვა მომსახურების მიღება შეძლეს.

"აღსანიშნავია ის, რომ გასულ წელს ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს საშუალება მიეცათ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სერვისები დისტანციური მომსახურებით მიეღოთ. 2015 წლის განმავლობაში აღნიშნული მომსახურებით ოცზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა. ისინი "სკაიპის" მეშვეობით დისტანციური მომსახურების სამსახურს დაუკავშირდნენ და ჟესტების ენაზე კონსულტაცია კვალიფიციური სპეციალისტებისაგან მიიღეს", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, უცხოეთში მყოფმა საქართველოს ყველაზე მეტმა მოქალაქემ დისტანციური მომსახურების სამსახურს 2015 წლის პირველ კვარტალში მიმართა. სამსახურს მოქალაქეები ყველაზე ხშირად სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მინდობილობისა და თანხმობების (968) გასაფორმებლად უკავშირდებოდნენ.

სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 2015 წელს ონლაინ მომსახურებით საზღვარგარეთ მყოფ პირებზე 634 პასპორტი გაიცა, 735 შემთხვევაში სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობა და ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობა გაიცა, 92-მა პირმა საინფორმაციო ბარათი/სულადობის ცნობა მიიღო, 489 ადამიანი საკონსულო აღრიცხვაზე დადგა, ხოლო 176-მა ადამიანმა სამსახურს მოქალაქეობა/მიგრაციის საკითხებზე მიმართა.

"დისტანციური მომსახურების სამსახური საქართველოში და საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს ონლაინ სერვისებს სთავაზობს, რომლითაც შესაძლებელია სასურველი მომსახურების სახლიდან/ქვეყნიდან გაუსვლელად მიღება. მოქალაქეებს განცხადების შევსება სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდის - http://www.sda.gov.ge/ საშუალებით შეუძლიათ. ონლაინ რეჟიმში ელექტრონული ფორმით განაცხადის გასაკეთებლად საჭიროა მოქალაქეს გააჩნდეს ვებკამერა, ყურსასმენი და მიკროფონი", - ნათქვამია განცხადებაში.

სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციური მომსახურების სამსახური 24 საათის განმავლობაში მუშაობს და მოქალაქეებს სამსახურთან დაკავშირება მათთვის სასურველ დროს შეუძლიათ ტელეფონის (+995 32 2 40 10 10) ან "სკაიპის" საშუალებით (sda.ge).

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის