ირაკლი ფირცხალავა – ბუტა რობაქიძის საქმეზე პროკურატურა FBI-ს დასკვნას მალავს

პროკურატურა FBI-ს დასკვნას მალავს, - ამის შესახებ ბუტა რობაქიძის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა ირაკლი ფირცხალავამ განაცხადა.

ფირცვალავამ საქმის ერთ-ერთი პროკურორი ტყუილში დაადანაშაულა, რამაც სხდომაზე კამათი გამოიწვია.

"პროკურორი ამირან გულუაშვილი არის მატყუარა. მან თქვა, რომ არსებობს ამერიკის ფედერალური ბიუროს საბოლოო დასკვნა. თუმცა ეს დასკვნა საქმეში არ არის. თუ ასეთი დასკვნა გააჩნია, წარმოადგინოს სასამართლოში", - განაცხადა ირაკლი ფირცხალავამ.

თავის მხრივ, პროკურორმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ ყველა მტკიცებულება, რაც ბრალდების მხარემ სასამართლოში წარადგინა, გააჩნია დაცვის მხარეს. ამირან გულუაშვილმა ბრალდებულს კორექტულობისკენ მოუწოდა.

პროცესზე განცხადება გააკეთა კიდევ ერთმა ბრალდებულმა გურამ დონაძემ. მისი თქმით, დარბაზის მხრიდან სასამართლო სხდომების განმავლობაში მათ შეურაცხყოფას აქვს ადგილი, რისთვისაც დონაძემ ჩანაწერების ამოღება ითხოვა.

მას დარბაზიდან რეპლიკის სახით გამოეხმაურა ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე. "ჩემს დას რომ სპეცრაზმი გაუგზავნე ის თქვი, ვინ იყო მაშინ შეურაცხყოფილი. სამი წელი გაიძახოდი, რომ ჩემს შვილს და მასთან ერთად მყოფებს იარაღი ჰქონდათ და ახლა ამბობ, რომ არ ჰქონია იარაღი", - განაცხადა რობაქიძემ, რომელსაც მოსამართლემ წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა.

აღნიშნულის შემდეგ პროცესი ბრალდების მხარის მოწმის, ელიზბარ ჩიკვაიძის დაკითხვით გაგრძელდა. მანამდე კი სხდომაზე დაუშვეს სოსო რობაქიძე, რომელიც დარბაზიდან წინა სხდომაზე გააძევეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს