სასამართლოში ბუტა რობაქიძის საქმის განხილვა ხმაურით მიმდინარეობს

ბუტა რობაქიძის საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომა მოკლულის მამამ ყვირილით დატოვა. სოსო რობაქიძის გაღიზიანება მოწმე ელიზბარ ჩიკვაიძის დაკითხვისას დაცვის მხარის შეკითხვებმა გამოიწვია.

სოსო რობაქიძემ ბრალდებულებს მკვლელები უწოდა, რასაც დარბაზის ნაწილისგან პროტესტი მოჰყვა, თუმცა მანდატურების ჩარევით, ვითარება მალევე განიმუხტა. ასევე, მან პროკურორებს სასამართლოში მიყვანილი მოწმეები დაუწუნა, ამის შემდეგ კი დარბაზი დატოვა.

”ამ საქმეს არ სჭირდება გაყალბება და ასეთი მოწმეების მოყვანა”, - მიმართა პროკურორებს სოსო რობაქიძემ.

კერძოდ, კრიმინალური პოლიციის ყოფილმა თანამშრომელმა ელიზბარ ჩიკვაიძემ დაცვის მხარის შეკითხვაზე, მოაწერა თუ არა ხელი მან ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილას ჩხრეკის ოქმს, მოწმემ აღნიშნა, რომ შესაძლოა მოაწერა.

მანამდე კი, მოწმე აცხადებდა, რომ ოქმზე ხელი არ მოუწერია. მას ბრალდებულების ადვოკატებმა აჩვენეს ოქმი, რომელზეც ხელს აწერს. მოწმემ ისიც თქვა, რომ "მტკიცებულებების ფალსიფიკაციაში მონაწილეობა არ მიუღია".

მოწმის დაკითხვა ხმაურით გრძელდება. დაკითხვის დროს, პროკურორებს მატყუარა უწოდა ე.წ. კორტების საქმეზე მსჯავრდებული გიორგი ცააძის დამ, ირინა ცააძემ, რომელიც სხდომას ბრალდებულების მხარდასაჭერად ესწრებოდა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა